იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტის სიყვარულის ისტორია - ვინ არის ტოჩინოშინის მეუღლე

იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტის სიყვარულის ისტორია - ვინ არის ტოჩინოშინის მეუღლე

დღეს ქართული სუმოსთვის ისტორიული დღეა. ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ნაცუბო ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს 40-გზის ჩემპიონი, ლეგენდარული იოკუძუნა ჰაკუჰო დაამარცხა. ტოჩინოშინი 2018 წლის იმპერატორის თასის მფლობელია.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება ინტერვიუ ლევან გორგაძესთან, საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ.

- სოფელ ძეგვიდან ვარ. წარსულში სამბოს მოჭიდავე პაპამ 6 წლისა ძიუდოზე შემიყვანა. 18 წლის ვიყავი, იაპონიაში რომ ჩამოვედი ჭაბუკთა შორის სუმოს მსოფლიო ჩემპიონატზე. მომდევნო წლებშიც მივიღე ჩემპიონატებში მონაწილეობა და დავრჩი იაპონიაში. 12 წელია სუმოისტი ვარ, მაგრამ ძიუდო მხიბლავს. აქ რომ ჩამოვედით, სუმოს ცნობილი მოჭიდავე ლევან ცაგურია მოვიდა და დაგვარწმუნა, იაპონიაში თუ დავრჩებოდით, წარმატებას მივაღწევდით. ასე დავრჩით ამ ქვეყანაში მე და გაგამარუ. თავდაპირველად ადამიანებს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი, ჩემს თვალში ყველას ერთი სახე ჰქონდა, სახელების დამახსოვრებაც კი მიჭირდა, ენა არ ვიცოდი, ცხოვრების წესიც უცხო იყო. იაპონელები ძირითადად, უმი პროდუქტით იკვებებიან. ძალიან გამიჭირდა შეგუება, თუმცა, დრო რომ

გავიდა, შემიყვარდა და გავსუქდი კიდეც.

- გასასუქებლად სპეციალურ მენიუს გიდგენენ?

- არანაირი მენიუ. დღის რეჟიმს ვიცავთ, კვებით კი ჩვეულებრივად ვიკვებებით, დღეში ორჯერ.

- მაშ, რა გასუქებთ?

- ბრინჯი.

- მთელი იაპონია ბრინჯს ჭამს...

- მე ბევრ ბრინჯს ვჭამ... სუმოისტს წონა სჭირდება, თორემ მოწინააღმდეგეს ვერ გაუმკლავდება... სუმოში ასეთი წესია - კლუბში რომ ახალი წევრი შეჰყავთ, სახელს პრეზიდენტი არქმევს. მეც ასე მეწოდა ტოჩინოშინი, რაც გულს ნიშნავს. აქ სულ 50 კლუბია და თითოში მხოლოდ ერთი უცხოელია. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი