დღეს წმიდა სალომე უჯარმელის ხსენების დღე აღინიშნება - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ

დღეს წმიდა სალომე უჯარმელის ხსენების დღე აღინიშნება - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს უახლოესი მეგობრების და თანაშემწეების, წმიდა სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელის (IV) ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა შესრულდება.

სალომე უჯარმელი მირიან მეფის ვაჟის, რევის ცოლი იყო, პეროჟავრა კი ქართლის ერისთავის მეუღლე. ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.

ბოდბეში წმიდა ნინოს დასნეულების შემდეგ, წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება ჩაიწერეს.

ამასთან, 29 იანვრიდან მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული იწყება. შესაბამისად, მომდევნო კვირა მსგეფსია. მორწმუნეებს კვირის განმავლობაში ყველანაირი საჭმლის მიღება შეეძლებათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი