ეროვნული ბანკის განმარტება ფულად გზავნილებთან დაკავშირებით

ეროვნული ბანკის განმარტება ფულად გზავნილებთან დაკავშირებით

ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად რეგისტრაციის ვალდებულება ფიზიკურ პირებს არ ექნებათ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განუცხადა.

"დაზუსტებისთვის, განვმარტავთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებულ იმ ინდმეწარმეებს და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვთ ფულადი გზავნილების მომსახურების უფლებამოსილება. აღნიშნული ცვლილება არ ეხებათ უშუალოდ მომხმარებლებს, რომლებიც ახორციელებენ ფულადი გზავნილების მიღებას ან გაგზავნას", - განაცხადა მურთაზ კიკორიამ.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაუქმდა ფულადი გზავნილების ცნება და ყველა სუბიექტი ვალდებული იქნება 6 თვის ვადაში, 2018 წლის 12 ივლისამდე ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირდეს ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულება გააფორმოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი