შესაძლებელია თუ არა სრულფასოვანი სქესობრივი ურთიერთობა 60 წლის შემდეგ

შესაძლებელია თუ არა სრულფასოვანი სქესობრივი ურთიერთობა 60 წლის შემდეგ

ჩვენს საზოგადოებაში ოდესღაც დახურული სქესობრივი ურთიერთობის თემა ყველაზე განსახილველი გახდა.

თუმცა ხანდაზმულ ასაკში სექსი იუმორისტების ხუმრობის საგანი უფროა. მიუხედავად ამისა, ასაკოვანი ადამიანებისთვის სპეციალისტები ცხოვრების ამ სფეროს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა შეიმუშაონ რეკომენდაციები და საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ქალებსა და მამაკაცებს რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნდეთ ინტიმური ურთიერთობის სურვილი და უნარი.

სასარგებლო და საჭირო

ხანდაზმულ ასაკამდე სქესობრივი ურთიერთობების შენარჩუნების სარგებელზე ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იცოდნენ. ძველი ჩინური ფილოსოფიური სწავლების მიხედვით, სექსს შეუძლია დაბერების პროცესის დამუხრუჭება და სიცოცხლის გახანგრძლივება, ამიტომ ისინი ხანდაზმულ ასაკში სექსს წამლად და მრავალი დაავადების პროფილაქტიკისთვის ურჩევდნენ.

თანამედროვე მეცნიერებიც განიხილავენ სექსს დღეგრძელობის ერთ-ერთ ფაქტორად. აქტიური სქესობრივი ცხოვრება აძლიერებს ჯანმრთელობას - მამაკაცებთან უფრო იშვიათად აღინიშნება პროსტატის კიბო, ქალებთან კი ქვეითდება ძუძუს კიბოს განვითარების რისკი. სექსი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, რიტმული მოძრაობა და კუნთების შეკუმშვა კი ზრდის კუნთების ტონუსს. აქტიური სქესობრივი ცხოვრება დადებითად მოქმედებს ხანდაზმული ადამიანების ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. უმჯობესდება განწყობა, იზრდება თვითშეფასება, მყარდება პარტნიორთან სულიერი ერთიანობა. განაგრძეთ კითხვა

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ერთა ლიგის ფინალი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება - "ჩვენს ფეხბურთელებს "ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან"

"ტეკუმსეს წყევლა", რაც ტრამპს ან ბაიდენს შეიძლება დაემუქროს და პრეზიდენტები, რომლებიც ინდიელთა ბელადის საბედისწერო წინასწარმეტყველებას გადაურჩნენ

ამერიკელმა ვარსკვლავმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნინო ბურჯანაძე ცხვირს პირბადით იწმენდს - რა კომენტარებს წერენ უცხოელები