მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურის ქვედა ვესტიბიულში მოხდა, სადაც დაკიდული ჭერის კონსტრუქცია მთლიანად ჩამოიშალა.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება ოპერატიულად მოხდა. სადგურიდან მგზავრების გამოყვანა მალევე მოხერხდა.
მეტროსადგურ "ვარკეთილს" რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. კერძოდ, "ვარკეთილის" სადგურის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.
ასე გამოიყურებოდა მეტროსადგური, სარემონტო სამუსაოების დასრულების შემდეგ:

ასე გამოიყურება ახლა:

