ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, პეტრიწის, მეფე მირიანის, თამარაშვილის, ცინცაძის, კოსტავას და ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ კაჩინსკის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, წერნაკის, ჭრელაშვილის და ჰოსპიტლის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილორის, ზარზმის, სარაჯიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ლაზოს, წყალსადენის, ჭედიას, შუშის და ტაძრის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 იანვარს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1834 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: კარიაულები, პირმისაანი, შუაფხო, ქალილო და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე დუშეთში, რუსთაველის, რაზიკაშვილის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.