თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 ათასი ტონა წყლის ამოტუმბვა ხდება

თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 ათასი ტონა წყლის ამოტუმბვა ხდება

თბილისის მეტრო ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა და მას შემდეგ საკმაოდ დიდი რაოდენობით მგზავრი გადაჰყავს, დაახლოებით 600 000.

"ბიზნესპრესნიუსი" წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს თბილისის მეტროს შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის.

პირველ ხაზზე, რომელიც "ახმეტელის თეატრიდან" "ვარკეთილის" მიმართულებით მოძრაობს, მატარებელს მთლიანი მარშრუტის, გასვლას ორივე მიმართულებით 60 წუთი სჭირდება. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ორივე მიმართულებით მატარებელს 30 წუთი სჭირდება.

ამასთან, პირველი ხაზის სიგრძე 40 კილომეტრს შეადგენს, საბურთალოს ხაზის სიგრძე კი 17 კილომეტრია.

ყოველდღიურად პირველ ხაზზე მომუშავე მატარებლები საშუალოდ 400 კილომეტრს, საბურთალოს ხაზზე მომუშავე კი 311 კილომეტს გადიან.

თბილისის მეტროს სადგურებში არსებული ყველა ესკალატორის საერთო სიგრძე 10 კილომეტრს შეადგენს.

რაც შეეხება თბილისის მეტროს გვირაბების სიგრძეს, ის 53,7 კილომეტრს შეადგენს, ამაში შედის დამხმარე გვირაბები და ჩიხებიც. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი