რჩევები, რომლებიც კარგი ფსიქოლოგის შერჩევასა და მაქსიმალურად ეფექტური თერაპიის ჩატარებაში დაგეხმარებათ

რჩევები, რომლებიც კარგი ფსიქოლოგის შერჩევასა და მაქსიმალურად ეფექტური თერაპიის ჩატარებაში დაგეხმარებათ

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველა ადამიანს ექმნება ფსიქოლოგიური პრობლემები, რიგ შემთხვევაში ცუდად ყოფნის ობიექტური მიზეზებიც არსებობს. მათთან გამკლავებას კი უმეტესად საკუთარი ძალებით ან მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით ცდილობს. საქართველოში ფსიქოლოგის ინსტიტუტი ამ დრომდე არ სარგებლობს ისეთი პოპულარობით, რომ ადამიანმა პრობლემების აღმოჩენისთანავე მიმართოს. ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ უმჯობესია რჩება პროფესიონალმა მისცეს, ვიდრე მეგობარმა, რომელიც ყველა შემთხვევაში სუბიექტურია.

რა დროს უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს და როგორი უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი - ამ საკითხებზე ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლ "დიალოგის" დამფუძნებელი, ფსიქოლოგი, ფსიქო-კონსულტანტი, გეშტალტთერაპევტი ქეთი მესხიშვილი გვესაუბრება.

რა განსხვავებაა ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს შორის და როდის სჭირდება ადამიანს მათი დახმარება?

ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები არიან. მათი საქმიანობა ადამიანების დახმარებას გულისხმობს.

ფსიქოლოგი საუბრით და სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტექნიკის გამოყენებით ეხმარება კლიენტს პრობლემის მოგვარებაში.

თუ ადამიანი პრობლემის არსებობისას არ ახდენს დროულ რეაგირებას და დახმარებისთვის ფსიქოლოგს არ მიმართავს, მისი მდგომარეობა რთულდება და უკვე ფსიქიატრიული დახმარება სჭირდება. ფსიქიატრი მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე ნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას. თუმცა მაქსიმალური შედეგის მისაღებად პარალელურად ფსიქოლოგის ჩართულობაც საჭიროა.

რა ეტაპზე სჭირდება ადამიანს ფსიქოლოგის დახმარება და რა ეტაპამდე შეუძლია მას თავად მოაგვაროს პრობლემები?

სამწუხაროდ, საქართველოში ფსიქოლოგის დროულად მიმართვის პრაქტიკა არ არსებობს. ყველა ფიქრობს, რომ პრობლემების მოგვარება თავად შეუძლია და საკუთარი საქმის თვითონ უკეთესად იცის. საუკეთესო შემთხვევაში მეგობრებს მიმართავენ ხოლმე რჩევით, რაც რიგ შემთვევაში არაეფექტურია, რადგან მეგობარი ყოველთვის სუბიექტურია. კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩენამდე რომ მიმართონ ფსიქოლოგს, სერიოზული პრობლემების არიდებას ნამდვილად შეძლებენ. მაგალითად, თუ ადამიანს წაერთვა ძილი, უჭირს ჩაძინება, იღვიძებს დაღლილობის შეგრძნებით, მისთვის ფსიქოლოგთან კონსულტაცია ნამდვილად ეფექტური იქნება. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის აგვარებს საკუთარ პრობლემას და ფსიქოლოგი პრობლემის მოგვარების კონკრეტულ რეცეპტს არ მისცემს. ის უბრალოდ არის მხარდამჭერი პიროვნება, რომელიც ობიექტურად აღიქვამს სიტუაციას და გარკვეულ მიმართულებას აძლევს. დამხმარე ფიგურაა, რომელიც კლიენტს მისივე ძალებით პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.

როგორი უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი?

ფსიქოლოგი პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა მუშაობდეს. მუდმივ წინსვლაზე და განვითარებაზე ფიქრობდეს ისევე, როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენლები. კონკრეტულად, ფსიქოლოგიურ კონსულირებას და თერაპიას რაც შეეხება ამისთვის აუცილებელია კონრეტულად ამ მიმართულებით მოღებული განათლება. ასევე, აუცილებელია, რომ ყავდეს სუპერვიზორი, გავლილი ჰქონდეს ჯგუფური ფსიქოთერაპია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - თვითონ უნდა იყოს თერაპიაში.

შეიძლება თუ არა ოჯახის წევრებს ერთი ფსიქოლოგი ჰყავდეთ?

ოჯახის წევრები ერთ ფსიქოლოგთან შეიძლება დადიოდნენ თუ ოჯახური თერაპია აქვთ. ანალოგიურია წყვილის შემთხვევაშიც. თუ ოჯახის ერთი წევრი ან წყვილის რომელიმე პარტნიორი დადის ფსიქოლოგთან და მერე მეორესაც მოუნდა თერაპიის ჩატარება, მან აუცილებლად სხვა ფსიქოლოგი უნდა მოძებნოს. რადგან სპეციალისტს პირველად მოსულ კლიენტთან გარკვეული დამოკიდებულება უყალიბდება და მეორესთან შეიძლება სუბიექტური იყოს.

თერაპიის რომელ ტექნიკებს იყენებთ ყველაზე ხშირად და როგორ ხდება მათი შერჩევა?

მე პირადად ყველაზე ხშირად სხეულზე ორიენტირებულ ტექნიკებს ვიყენებ. საერთოდ, უამრავი ტექნიკა არსებობს, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევებში გამოიყენება. ამას, როგორც წესი, პროცესში, უშუალოდ კონკრეულ მომენტში წყვეტს თერაპევტი. მაშინ როცა კლიენტს უჭირს ემოციების განოხატვა, ძალიან ეფექტურია არტ თერაპიული ტექნიკები. მაგალითად, ხატვა, ძერწვა და ა.შ.

გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტი გაითიშება

ირაკლი გურჩიანი: ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია

უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება