"საკმაოდ კარგი ხელფასი მაქვს, 6 ათასი დოლარი" - სააკაშვილისთვის სახლს კიევში გიული ალასანია აშენებს

"საკმაოდ კარგი ხელფასი მაქვს, 6 ათასი დოლარი" - სააკაშვილისთვის სახლს კიევში გიული ალასანია აშენებს

კიევში მიხეილ სააკაშვილის სახლის მშენებლობამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ოდესის ყოფილი გუბერნატორი წერს, რომ მცირე ზომის სახლს დედაქალაქთან ახლოს დედამისი, გიული ალასანია აშენებს. სააკაშვილმა სოციალური ქსელებით ვიდეოც გაავრცელა, სადაც სახლის შესახებ გიული ალასანია საუბრობს.

"2016 წელს, როდესაც ოდესიდან კიევში გადავედი საცხოვრებლად და დედაჩემი მიხვდა, რომ აქ ვაპირებდი დარჩენას, გაყიდა მშობლების სახლი თბილისის ცენტრში და კიევთან ახლოს იყიდა მიწა, სადაც დაახლოებით 1 წლის წინ სახლის მშენებლობა დაიწყო. მიწა, რომელზეც სახლი შენდება, დაახლოებით 600 კვადრატული მეტრია, სახლის საცხოვრებელი ფართი - 64 კვადრატული მეტრი. სახლის კარკასი აშენებულია, თუმცა შიდა რემონტი არ დაწყებულა და სამუშაოები აგვისტოს შემდეგ შეჩერებულია.

იხილეთ ვიდეო: "იმედი მაქვს ჩემი შვილიც აქ იცხოვრებს" - გიული ალასანია სააკაშვილისთვის კიევში სახლს აშენებს

დღეს, ერთ-ერთმა ოლიგარქმა იქ პენსიონერები მიიყვანა, რომლებსაც ჩემი საწინააღმდეგო პლაკატები ეკავათ. იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებს ღირსეული პენსია მისცეს, ხელისუფლება პენსიონერებს დასცინის და იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. დედაჩემი ამ დროს კიევში იყო, თავისუფალ დროს ხშირად ჩამოდის ხოლმე უკრაინაში და ეს ვიდეოც ახლა გადაიღო," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეოში კი გიული ალასანია აღნიშნავს, რომ კიევში მას და მისი ოჯახის წევრებს ხშირად უწევთ ჩასვლა, სასტუმროში დარჩენას კი ურჩევნიათ, საკუთარი სახლი ააშენონ. ამასთან, ალასანია იმედოვნებს, რომ ბინაში მალე მისი შვილიც შეძლებს საცხოვრებლად გადასვლას.

"მე და ჩემმა მეგობარმა თბილისში დავაარსეთ უნივერსიტეტი, შემდეგ კი უკვე სკოლა და სკოლამდელი სასწავლებელიც. ხელფასი საკმაოდ კარგი მაქვს, 6 ათასი დოლარი," - აღნიშნავს ვიდეოში გიული ალასანია. ვიდეოს ტიტრებში მითითებულია რომ, ალასანიას ყოველთვიური ხელფასი 6 400 დოლარს შეადგენს.

"ხენდრო და უბედურება“ - რას წერს გერმანული გამოცემა ამ ქვეყნაში ჩასული ქართველი მუშების საცხოვრებელ პირობებზე?

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, არ მისცეს ნება იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა დაატეხონ თავზე" - მეუფე სპირიდონი