ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში მოათავსეს

ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში მოათავსეს

თბილისის ზღვის ტურბაზასთან, დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბაღის ხუთ აღსაზრდელს პირღებინება აღენიშნებოდა. სამი მათგანი "პრივატ ჰოსპიტალში" იმყოფება. ჯერჯერობით ბავშვების ინტოქსიკაცის მიზეზი უცნობია. ამ დროისთვის, აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"როგორც მთავარმა ექიმმა მითხრა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტაციონარშიც არ არიან გადაყვანილი. საგანგაშო არაფერია. მიზეზებს კონკრეტული კვლევები გვანახებს", - აღნიშნა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია