რა გავლენას ახდენს ბავშვზე ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა და მულტფილმების ყურება - ნერვოპათოლოგის რჩევები

რა გავლენას ახდენს ბავშვზე ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა და  მულტფილმების ყურება - ნერვოპათოლოგის რჩევები

რა დადებით და უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე მულტფილმები? როგორ მოქმედებს მულტფილმების დიდხანს ყურება წარმოსახვის უნარის განვითარებაზე? ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე ბავშვთა ნევროპათოლოგი ანა ჩოჩია გვესაუბრება.

- სასურველია ბავშვი ვითარდებოდეს რეალურ სამყაროში, გარემოში, სადაც შეიძლება ურთიერთობა დაამყაროს თანატოლებთან, ითამაშოს ისეთი თამაშებით და სათამაშოებით, რომლებიც მის ფანტაზიას, ლოგიკას განავითარებს, შეიცნობს ახალ და საინტერესო შესაძლებლობებს.

- რა დადებით და უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე მულტფილმები? რომელ ასაკში შეუძლია ადამიანს, ფილმი/მულტფილმის რეალობისგან მკვეთრად გამიჯვნა და მისი ადექვატური აღქმა?

- დაახლოებით 2 წლის ასაკიდან ბავშვებს უკვე შეუძლიათ გაიაზრონ მულტფილმების გმირების ემოცია, შეაფასონ მათი დადებითი და უარყოფითი ქმედებები, მშობლების დახმარებით სწავლობენ მრავალ ფერს, ნივთების დანიშნულებას, რომელიც ნაჩვენებია ამა თუ იმ ანიმაციაში და ა.შ.

როდესაც 1 სთ-ზე მეტ ხანს ბავშვი ზის ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, მისი ფსიქიკა იძაბება, ამასთან ერთად მისაღები და დასაშვები ხდება უსაქმოდ, უაზროდ, უდისციპლინოდ დროის გაყვანა, რაც დამღუპველ შედეგამდე მიგვიყვანს ბავშვის მომავალ, სწორ განვითარებაში და მის პიროვნულ ჩამოყალიბებაში.

ასევე შესაძლებელია აღენიშნოს თვალების სიმშრალე, რაც ხშირად იწვევს ხამხამს. პატარამ შეიძლება დაიფიქსიროს ეს მოძრაობა და სამომავლოდ განუვითარდეს ტიკური ჰიპერკინეზი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მიმართონ ბავშვთა ოკულისტს, ნევროლოგს, ფსიქიატრს ან/და ფსიქოლოგს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი