რა არის DASH დიეტა, რომლითაც გახდომას და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას ერთდროულად შეძლებთ

რა არის DASH დიეტა, რომლითაც გახდომას და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას ერთდროულად შეძლებთ

საქართველოში ამ სახელწოდების დიეტა ფავორიტებს შორის არ სახელდება, მაშინ, როდესაც აშშ-ში 2012–2013 წლების ყველაზე პოპულარული დიეტების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

დიეტის იდეა აშშ-ში 20 წლის წინ გაჩნდა. ოკეანისგაღმელმა ექიმებმა, შეწუხდენენ რა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდით, აბების გარეშე ჰიპერტონიის სამკურნალოდ, კვების სპეციალური სისტემის შექმნა გადაწყვიტეს. მეცნიერების ხუთწლიანი გაძლიერებული ძალისხმევის შედეგი გახდა კვების ახალი კონცეფცია DASH – Dietary Approaches to Stop Hypertension- „ჰიპერტონიის საწინააღმდეგო დიეტა“. აღმოჩნდა, რომ ახალი დიეტა გახდომასაც შესანიშნავად უწყობს ხელს. როგორც ცნობილია, მომატებული წნევა და ჭარბი წონა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. რაც ყველაზე მთავარია, ვინც იცავს DASH- დიეტას, ინარჩუნებს არტერიული წნევის მაჩვენებელსა და დაკლებულ წონას! ასე მოხვდა ერთგვარი სამკურნალო დიეტა ათასობით ჩვეულებრივი ადამიანის, ვისაც გაჯანსაღება და ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე კომფორტულად გახდომა სურდა, ყურადღების ქვეშ.

DASH-დიეტის თავისებურებაა ისეთი პროდუქტების ერთობლიობა, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, რძის უცხიმო პროდუქტები.

ამ საკვებს შეუძლია ორგანიზმის გამდიდრება კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რომლებიც ერთობლივი მოქმედებისას სისხლის წნევის დარეგულირების მძლავრ ეფექტს იძლევა. კალიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის მიღების გაზრდა და ნატრიუმის (მარილი) შეზღუდვა არტერიულ წნევაზე გამოხატულ ეფექტს ახდენს. საკვები ელემენტების ამგვარ ერთობლიობას შარდმდენი ეფექტი აქვს, რითაც ორგანიზმს ჭარბი მარილებისგან ათავსუფლებს... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ DASH დიეტის ერთი კვირის სრული გეგმა და რეცეპტები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი