გიორგი მახარაძის პირველი ინტერვიუ მძიმე დიაგნოზის შემდეგ - "...როდესაც ქუჩაში გავდიოდი ცრემლები მომდიოდა"

გიორგი მახარაძის პირველი ინტერვიუ მძიმე დიაგნოზის შემდეგ - "...როდესაც ქუჩაში გავდიოდი ცრემლები მომდიოდა"

მსახიობმა გიორგი მახარაძემ, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს, თურქეთში გამოკვლევები ჩაიტარა და სამშობლოში ექიმებისგან დაიმედებული დაბრუნდა. 27 წლის მსახიობი ამჟამად თავს მხნედ გრძნობს და დედას, თეო ჩივაძესაც ამხნევებს.

როგორ შეხვდა მძიმე დიაგნოზს მახარაძე, ამის შესახებ 27 წლის მსხიობმა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" ისაუბრა:

"მე თვითონაც არ ველოდი, ამ ამბავს ასეთი განწყობით თუ შევხვდებოდი... იმის მეასედი შიშიც კი არ მაქვს, ადრე რაც მქონია... მაშინ როდესაც წარმოვიდგენდი, რომ ეს დაავადება შეიძლებოდა დამმართვნოდა. ზოგადად ვიცი, რომ მაგ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორია შენი შინაგანი განწყობა. ეს ფრაზა სხვებისგანაც გავიგე და მომეწონა - მე დავემართე კიბოს. შენ უნდა დაემართო კიბოს და არა პირიქით" - ამბობს მახარაძე.

ნახეთ ვიდეო: ბავშვები ტიროდნენ, განიცდიდნენ - რას ჰყვებიან "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები მომენტზე, როცა გიორგი მახარაძის დიაგნოზი გაიგეს

მსახიობმა გადაცემაში საუბრისას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მეგობრებს, კოლეგებსა და საზოგადოებას დახმარებისთვის.

"რამდენიმე თვეა "ფეისბუქი" არ მაქვს. სოციალურ ქსელში ეს ამბავი რომ ატყდა, მე და ჩემი ძმაკაცი ფეხბურთს ვთამაშობდით. რეკავს ერთი ჩემი მეგობარი და მეკითხება, რა ხდება, რაღაც ამბავი წავიკითხე "ფეისბუქზეო". თურმე ხდება ასეთი რამ - დედაჩემი და ჩემი დეიდაშვილი, ჩემთან შეუთანხმებლად "ფეისბუქ-კამპანიას" აწარმოებენ. რა თქმა უნდა, შემდეგ გავაცნობიერე, რომ ამით დედაჩემს დიდი პრობლემა მოეხსნა. ის ძალიან ნერვიულობდა, რა შეიძლებოდა გვექნა და როგორ გავმკლავებოდით დაავადებას... ამის შემდეგ კარგა ხანი გარეთ ვერ გამოვდიოდი. გარეთ რომ გავედი ხალხი ისე მიყურებდა, მრცხვენოდა... ამ ამბების შემდეგ როდესაც ქუჩაში გავდიოდი ცრემლები მომდიოდა, ისეთი რაღაცეები ხდებოდა. უცხო ადამიანი ისეთ რაღაცეებს აკეთებდა და მეუბნეოდა, რომ თავის შეკავება ძნელი იყო. მე მართლა არ ველოდებოდი ამხელა სიყვარულს და გვერდში დგომას. მეგობრები და კოლეგები რომ გვერდში დამიდგებოდნენ ვიცოდი, მაგრამ ასეთი რამ თუ მოხდებოდა ჩემს გამო, არ მეგონა. არ ვიცი რა გავაკეთე და რითი დავიმსახურე ამხელა სიყვარული" - აღნიშნა მსახიობმა

წაიკითხეთ: "მე მამშვიდებს, მეუბნება ყველაფერი კარგად იქნებაო..." - მსახიობ გიორგი მახარაძის დედა შვილის მძიმე დიაგნოზზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი