ექიმის კომენტარი დაჭრილი მოსწავლეების მდგომარეობასთან დაკავშირებით

 ექიმის კომენტარი დაჭრილი მოსწავლეების მდგომარეობასთან დაკავშირებით

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა თეა თავართქილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტებს გულმკერდის ზედაპირზე შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნებათ.

"ორივეს აღენიშნება გულმკერდის წინა ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. დასტურდება, რომ ჭრილობები არის შემავალი. ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. ორივე მათგანი არის 15 წლის. მათ თვითონ მოგვმართეს. სასწრაფოს არ მოუყვანია", - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

ნახეთ ვიდეო

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს. სავარაუდოდ, მოზარდებს ჭრილობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მიაყენეს. ისინი თბილისის #35-ე სკოლის მოსწავლეები არიან. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი