სოფლები და თბილისის უბნები, სადაც დღეს დენი გაითიშება

სოფლები და თბილისის უბნები, სადაც დღეს დენი გაითიშება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს 1-ელ თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის ხევის დასახლების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის მასივის I კვარტლის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცხინვალის ქუჩის მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევჩის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, ზახაროვის და არბოშიკის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება 307 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოძისი და ბაქაქურები. 13:00 საათიდან 14:30 საათამდე 476 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატახტარი, მისაქციელი. 11:45 საათიდან 18:00 საათამდე - 5 აბონენტს თიანეთში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი