გუნდას ახალი სიცოცხლე - მულტფილმის ახალი ვერსიის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია

გუნდას ახალი სიცოცხლე - მულტფილმის ახალი ვერსიის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია

გუნდა, გუნდა, თოვლის გუნდა, მეთამაშოს, ვისაც უნდა...

გუნდა - ეს არის ყველასთვის საყვარელი მულტფილმის გმირი, რომელმაც ბოლო პერიოდში მეორე სიცოცხლე შეიძინა. გასული საუკუნის დასასრულს არ არსებობდა დიდი თუ პატარა, რომელსაც თოვლის გუნდა არ უყვარდა და ხშირად მის სიმღერას არ ღიღინებდა. თანამედროვე პატარებში ამ მულტფილმის ცნობადობა შედარებით დაბალია, თუმცა ეს მშვენიერი, მხიარული, პოზიტიური და ქუნქულა არსება ნამდვილად იმსახურებს, რომ მას ყველა იცნობდეს. სწორედ ამიტომ გამომცემლობა პალიტრა L-მა" ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თოვლის გუნდა სათამაშო აჩუქა პატარებს, 2015 წელს კი "გუნდა-გუნდა" წიგნის გმირადაც იქცა. ახლა კი გუნდას არსებობის ისტორიაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება.

"პალიტრა მედია ჯგუფი" ქმნის მულტიპლიკატორულ სტუდიას, რომელიც თანამედროვე მულტფილმების შექმნაზე იმუშავებს. მისი პირველი პროდუქტი სწორედ მულტფილმი "გუნდა" იქნება.

დღეს, როცა ბავშვები მულტფილმების გმირების როლებს ხშირად ირგებენ და მათი ისტორიებით ცხოვრობენ, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თანამედროვე ქართული მულტფილმებიც. არაერთი მშობლის სურვილია, რომ პატარები არამარტო უცხოურ, არამედ ქართულ პერსონაჟებთანაც "მეგობრობდნენ". კეთილ, საყვარელ, ზრდილობიან და ცნობისმოყვარე გუნდას კი ნამდვილად შეუძლია ბავშვების საუკეთესო მეგობარი გახდეს. აღნიშნულზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ამჟამად პროექტზე სამუშაოდ ანიმატორების შერჩევა მიმდინარეობს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პროფესიონალ ანიმატორს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ყველასთვის საყვარელი გმირის, გუნდას შექმნაზე იმუშაოს. "პალიტრა მედია ჯგუფის" მულტიპლიკატორული სტუდია ეძებს მოტივირებულ ანიმატორებს, რომლებიც იმუშავებენ როგორც "გუნდას", ისე სხვა საინტერესო გმირებისა და პროექტების შექმნაზე. რეზიუმეს გასაგზავნად მიყევით ბმულს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს