ფოთში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ფოთში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ფოთში კლდიაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამედიცინო ცენტრის მენეჯერის, თეა მიგინეიშვილის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი პაციენტი შემოიყვანა, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალბატონი. ისინი მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფებიან და ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა უტარდებათ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თეა მიგინეიშვილმა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია