ქართული შოუბიზნესი "გაცოცხლდა" - 8 კონცერტი, რომლებიც თებერვალშია დაგეგმილი

 ქართული შოუბიზნესი "გაცოცხლდა" - 8 კონცერტი, რომლებიც თებერვალშია დაგეგმილი

როგორც ამბობენ, საქართველოში შოუბიზნესი მოკვდა. თუმცა ბოლო პერიოდში ხშირად შეხვდებით აფიშებს, რომლებიც ქართველი შემსრულებლების კონცერტებზე გეპატიჟებიან. აღნიშნული მომღერლები განსაკუთრებით პოპულარულები იყვნენ გასული საუკუნის 90-იან წლებში. სწორედ ამიტომ ისინი ბევრისთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდებიან და დასწრების სურვილიც აქვთ. შესაბამისად, შოუბიზნესი მცირედით გააქტიურდა და მომრავლდა ქართველი შემსრულებლების კონცერტებიც.

გთავაზობთ კონცერტებს, რომლებსაც უახლოეს მომავალში ქართველი შემსრულებლები შემოგთავაზებენ.

  • 2 თებერვალს ამავე კლუბში ჯგუფი "ფრანი" დაგხვდებათ. საღამო, რომელსაც DJ დაასრულებს, 22:00 საათზე დაიწყება. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
  • ამავე დღეს ბექა გოჩიაშვილი "მაგთი კლუბში" გიმასპინძლებთ. მისულ სტუმრებს დახვდებათ: კლავიში - ბექა გოჩიაშვილი, დრამი - ზაზა ცერცვაძე, ბასი - ლევან დეისაძე, DJ- მიშო ურუშაძე. კონცერტი პატარა თუთას მხარდასაჭერად იმართება. ვერთიანდებით #თუთასთვის. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
  • 4 თებერვალს კლუბში 10/11 მაია კაჭკაჭიშვილი გიმასპინძლებთ. მაიასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობენ: ნინი ბადურაშვილი, ლელა წურწუმია, დათუნა მგელაძე, აჩი მეფარიძე, ქრისტინე იმედაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ძვალი, ვერიკო ტურაშვილი. ბილეთის საწყისი ფასი 20 ლარია. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
  • 9 თებერვალს აჩი ფურცელაძე გელოდებათ საკუთარ საღამოზე. კონცერტი 22:00 საათზე კლუბში 10/11 გაიმართება და მას DJ დაასრულებს. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
  • 11 თებერვალს კონცერტის გასამართად ჯგუფი "ფორტე" ემზადება. კონცერტზე დასასწრები ბილეთის საწყისი ფასი 30 ლარია. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
  • 13 თებერვალს კლუბში 10/11 ქეთი ფარესაშვილი გელოდებათ. კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება. ბილეთის საწყისი ფასი 20 ლარია. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
  • 14 თებერვალს, ვალენტინობას "ჰარდ როკ კაფე" წარმოგიდგენთ სტეფანეს ცოცხალი კონცერტს ბენდთან ერთად. საღამო 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ღირებულება კარზე 70 ლარია. მისი ონლაინშეძენის შემთხვევაში კი 50 ლარის გადახდა მოგიწევთ. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.
  • ასევე, 14 თებერვალს, ვალენტინობას ანრი ჯოხაძე კლუბში 10/11 გიმასპინძლებთ. მის კონცერტს დაასრულებს DJ. ბილეთის საწყისი ღირებულება 20 ლარია. ბილეთის შესაძენად მიჰყევით ბმულს.