არასამთავრობოები "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ

არასამთავრობოები "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ექვსპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ისინი "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა სასტუმრო "რუმსში" განუცხადა, სადაც მესამე სექტორი მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკა გიგაურის თქმით, გეგმა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე შემუშავდა, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. მისივე განმარტებით, მაუწყებლის საზოგადოებისთვის დასაბრუნებლად შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ჯგუფით დაკომპლექტდება.

"ექვსპუნქტიანი გეგმა მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ "საზოგადოებრივი მაუწყებელი". "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ არის ბორდის მაუწყებელი, არამედ ის არის საზოგადოების არხი. იგი პირველ რიგში საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. ამ მიზნისკენ ვიღწვით ჩვენ. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ მმართველი პარტია და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რადგან განცხადებები, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმდინარე მოვლენები მათი პრობლემა არ არის, ეს სწორი არაა. ეს არის ასევე დანაშაული მმართველი პარტიის და შესაბამისად მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ ეს კითხვები არ დაისვას. ასევე, მეორე საკითხი არის სტრუქტურული და სხვა ტიპის რეფორმები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მართლაც საზოგადოებას ემსახურებოდეს.

ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაქვეყნებთ განცხადებას, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ ამ 6 პუნქტზე. ასევე ვისაუბრებთ რატომ ვითხოვთ ამ პუნქტების შესრულებას და მერე გადავალთ კონკრეტულ ქმედებებზე. საკოორდინაციო საბჭოში შევლენ როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე მესამე სექტორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავაფართოოთ ეს ჯგუფი. კომუნიკაცია ასევე გვექნება სხვა ჯგუფებთან. ჯგუფის შექმნა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ დავიბრუნოთ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და მაუწყებელი არის საზოგადოების და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ან ბორდის", - განაცხადა გიგაურმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი