მეცნიერები საუკუნის დაავადებას მალე დაამარცხებენ - კიბოს საწინააღმდეგო "ვაქცინამ" თაგვები სიმსივნისგან განკურნა

 მეცნიერები საუკუნის დაავადებას მალე დაამარცხებენ - კიბოს საწინააღმდეგო "ვაქცინამ" თაგვები სიმსივნისგან განკურნა

ეს სტატია 31 იანვარს გამოქვეყნდა ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალში Science Translational Medicine და ამერიკელი მეცნიერების მეტად სასიხარულო და იმედისმომცემი ექსპერიმენტის შედეგებს ეხება. საუბარია კიბოს საბოლოო დამარცხებაზე. ექსპერიმენტი თაგვებზე ასპროცენტიანი შედეგით დასრულდა და ახლა ადამიანებზე იწყება ამ სიახლის გამოცდა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ თაგვებში, სიმსივნურ კერაში, T-უჯრედების აქტივაციის შედეგად (T-უჯრედი არის ლიმფოციტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ორგანიზმში უცხო ანტიგენების ამოცნობას და იმუნურ პასუხს უზრუბველყოფს) შორეული მეტასტაზებიც კი გაქრა.

კვლევას სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა ატარებს. ამ ექსპერიმენტის დროს მეცნიერებს სიმსივნის ყველა კერაში, მათ შორის შორეულ მეტასტაზებში შეყავთ 2 სახის იმუნოსტიმულატორი. შედეგი მიღებულია ყველა სახის სიმსივნის დროს.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ იმუნოსტიმულატორული აგენტების ძალიან მცირე დოზით უშუალოდ სიმსივნურ კერაში შეყვანა იქნება შედარებით იაფი თერაპია და თანაც ასეთ მკურნალობას არ ექნება გვერდითი ეფექტები.

"ამ ორი აგენტის ერთდროული გამოყენებისას ჩვენ ვხედავთ, რომ სიმსივნე მთელ სხეულში ქრება." - ამბობს მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ონკოლოგი რონალდ ლევი, რომელიც ამ კვლევის ხელმძღვანელია. "ეს მიდგომა არ მოითხოვს პაციენტის მთელი იმუნური სისტემის სტიმულაციას."... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი