რატომ უნდა გახსნათ ანაბარი ფინკა ბანკში 2018 წელს?

რატომ უნდა გახსნათ ანაბარი ფინკა ბანკში 2018 წელს?

წლის დასაწყისი ახალი მიზნების დასახვისთვის საუკეთესო დროა. მოგზაურობის, განათლების ან დაბადების დღისთვის თანხის დაგროვება საჭირო და საკმაოდ აზარტული საქმეა. განა რა უნდა იყოს მიზნებისა და სურვილების საკუთარი თანხით ასრულებაზე სასიამოვნო? გიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა გახსნათ ანაბარი წელს და სწორედ ფინკა ბანკში.

ანაბარზე თანხის განთავსებით მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებთ - ბევრს მიაჩნია, რომ ვერ გამოიმუშავებს იმდენ ფულს, რომ შეძლოს შეგროვება, მთელი შემოსავალი კი მიმდინარე ხარჯებში მიდის, ან ჰგონიათ, რომ თანხის შეგროვება აუცილებლად დიდი თანხით უნდა დაიწყონ. თანხის დაზოგვა მინიმალური თანხით შეიძლება დაიწყოთ და შეარჩიოთ პარტნიორი ბანკი, სადაც თანხას განათავსებთ, ვინაიდან ანაბარზე განთავსებულ თანხას საპროცენტო სარგებელი ერიცხება და ეს ე.წ. „უხილავი შემოსავალია“, რაზეც უარი არ უნდა თქვათ.

მარტივი მაგალითი - მაგ. თუ ფინკა ბანკში 100 ლარით ზრდად ანაბარს გახსნით და ყოველ თვე 100 ლარს დაამატებთ, 12 თვეში თქვენი დანაზოგი 1268 ლარი იქნება, ხოლო 24 თვეში - 2675 ლარი, ანუ თქვენს შეგროვებულ თანხას ბანკი საპროცენტო სარგებელს დაარიცხვას. ალბათ, თქვენს ირგვლივაც ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც დანაზოგს სახლში ინახავს. თუ დანაზოგს სახლში შეინახავთ, გარკვეული დროის შემდეგაც იგივე თანხა გექნებათ, თუ თანხას ბანკში ანაბარზე განათავსებთ, თქვენს თანხას საპროცენტო სარგებელი დაერიცხება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკში თანხის შეგროვება უსაფრთხოა.

ფინკა ბანკში მოქნილი პირობებია - კიდევ ერთი გავრცელებული აზრით, თუ ანაბარს გახსნი, შემდეგ ყოველთვიურად თანხის დამატება აუცილებელია. თანხის დამატება ანაბრის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ, რომ საბავშვო ანაბარი გახსნათ ფინკა ბანკში, ამ ტიპის ანაბარზე ყოველთვიურად თანხის დამატება აუცილებელი სულაც არ არის. თუ რომელიმე თვეში თანხის დამატებას ვერ შეძლებთ, ეს არ შეაფერხებს თქვენს ანაბარზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვას. ანაბარზე თანხის დამატება ფინკა ბანკის ინტერნეტბანკით ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც ამარტივებს დაგროვების პროცესს.

ფინკა ბანკი სანდო პარტნიორია - ფინკა ბანკი უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზეა. ფინკა ბანკი საქართველო არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის FINCA Impact Finance წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი წარმოდგენილია მსოფლიოს 20 ქვეყანაში, ჰყავს საერთაშორისო აქციონერები და პარტნიორები, რაც უზრუნველყოფს მის წარმატებულ საქმიანობას.

არ გადადოთ! გახსენით ანაბარი ფინკა ბანკში, დაიწყეთ თანხის დაგროვება მარტივად და მიაღწიეთ დასახულ მიზნებს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი