უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 13:00 საათიდან 16:0 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ვასო აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ანაპის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კასპის, დოესის, ზურაბიშვილის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, ნოსირის, აწყურის და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი