5 მეთოდი, რომლის საშუალებითაც წონაში ძილშიც დავიკლებთ

5 მეთოდი, რომლის საშუალებითაც წონაში ძილშიც დავიკლებთ

წონაში კლების პროცესი ხშირად ასოცირდება ძალიან რთულ და გრძელვადიან პროცესთან - უნდა დაიგეგმოს ვარჯიში, ცვლილებები შევიდეს საკვებში და საკუთარი თავის მოტივაციისთვის უამრავი ენერგია და დრო დაიხარჯოს.

თუმცა, დიეტოლოგიის ექსპერტები ამბობენ, რომ არსებობს უფრო მარტივი გზები, დაჩქარდეს მეტაბოლიზმი და ორგანიზმმა კალორია დაწვას მაშინაც, როდესაც გვძინავს.

დალიეთ ცილოვანი კოქტეილები

ყველა ფიქრობს, რომ თუ წონაში კლება გვინდა, არ უნდა ვჭამოთ ძილის წინ, ან - სულ უარი ვთქვათ ვახშამზე. თუმცა, ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევის შედეგად გაარკვიეს, რომ ექსპერიმენტის მონაწილეები, რომლებიც დაძინებამდე 30-60 წუთით ადრე 150 მლ პროტეინის კოქტეილს სვამდნენ, უფრო სწრაფად იკლებდნენ, ვიდრე ისინი, ვინც მშივრები იძინებდნენ.

ამას გარდა, ცილოვანი კოქტეილის მოყვარულებს, დროის განმავლობაში, უუმჯობესდებათ მეტაბოლიზმი და არტერიული წნევაც დაბლა ჩამოდის.

ჩააქრეთ შუქი

სამეცნიერო ჟურნალმა Biological Rhythms გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ახსნილია, რა გავლენას ახდენს ძილზე შუქი ოთახში. როგორც გაირკვა, სულ მცირე განათებამაც კი, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ორგანიზმის განახლებას, ამიტომ დაძინებისას ტელევიზორიც კი არ უნდა დატოვოთ ჩართული.

დაგეგმეთ შემდეგი დღე

დილით მოტივაცია, როგორც წესი, არავის გვაქვს, ამიტომ მომდევნო დღე ღამით დაგეგმეთ. მოამზადეთ სასარგებლო სადილი, ჩადეთ სავარჯიშო ფორმა ჩანთაში და მშვიდად დაიძინეთ - გეცოდინებათ, რომ დილით არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ.

დაარეგულირეთ ტემპერატურა ოთახში

სამედიცინო ჟურნალმა Diabetes ჩაატარა ექსპერიმენტი და გაარკვია, რომ ვის საძინებელშიც ტემპერატურა 19 გრადუსი იყო, უფრო მეტ კალორიას წვავდნენ, ვიდრე ისინი, ვინც 23 გრადუსზე იძინებდნენ.

დააყენეთ მაღვიძარა

კვლევის შედეგების მიხედვით, ქალები, რომლებიც ყოველ დღე ერთსა და იმავე დღეს იღვიძებენ, ნაკლებს იწონიან, ვიდრე ისინი, ვინც არ იცავს რეჟიმს. წონაში კლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის ხანგრძლივობას - აუცილებელია, 8 საათი გვეძინოს.

ასტრონომებმა კოსმოსში "თოვლის ბაბუა" იპოვეს

რა აღჭურვილობით გადიან სასწრაფოს ექიმები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებზე

როგორ უნდა დაიბანოთ ხელები სწორად - ფოტო-ინსტრუქცია დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან