ჯანეტ ქერდიყოშვილმა შვეიცარიაში პრინცი მოხიბლა: "მკითხა, რა ჩამოგიტანოო... სანაპიროზე ჩადი და სამი თეთრი ქვა მომიძებნე-მეთქი"

ჯანეტ ქერდიყოშვილმა შვეიცარიაში პრინცი მოხიბლა: "მკითხა, რა ჩამოგიტანოო... სანაპიროზე ჩადი და სამი თეთრი ქვა მომიძებნე-მეთქი"

"მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი უკვე რამდენიმე წელია, ევროპაში ცხოვრობს. მან შარშან მილანში, "მარაგოში" დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა და მომავალში ამ პროფესიით მუშაობას გეგმავს.

ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მოდელმა ისაუბრა, როგორ შეხვდა ახალ წელს შვეიცარიაში და ვინ არის ერთ-ერთი ქვეყნის ტახტის მემკვიდრე, რომელიც ქართველი მოდელით მოიხიბლა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"კათოლიკურ შობაზე წავედი შვეიცარიაში, გშტაადში. პირველი შემთხვევა იყო, როცა ახალ წელს ოჯახის გარეშე შევხვდი, რადგან მამას თბილისში ჰქონდა საქმე. ჩვენს უახლოეს მეგობართან, "მის უკრაინასა" და მის ოჯახთან ერთად, გავემგზავრე. უმეტეს წილად ევროპელები ისვენებდნენ და ძალიან ევროპული გარემო იყო. ულამაზესი ადგილია, პატარა სოფელი, დიდი სასტუმროებით, რომლებიც სასახლეებს ჰგავს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა "გშტაად პალასი" რომელიც 100 წელზე მეტია, რაც არსებობს.

- ვინმე არ მოგეწონა?

- ერთი ბიჭი გავიცანი, ოღონდ დავმეგობრდით, თავიდან არ ვიცოდი, ვინ იყო. სასტუმროში ჩემს დაქალს ველოდებოდი და ამ დროს დავინახე, მაგიდასთან იჯდა ოჯახის წევრებთან ერთად. მივხვდი, მოსვლა უნდოდა, მაგრამ ერიდებოდა. დადის წინ და უკან და ვიფიქრე: შევხედავ, მივხდეს, რომ შევამჩნიე და მივცემ იმის უფლებას, გამარჯობა მაინც მითხრას-მეთქი. გავხედე და ცოტა ხანში მოვარდა, გავიცანით ერთმანეთი.

ახალ წლამდე 3-4 დღე სულ ერთად დავდიოდით: სასრიალოდ, ან სადმე. იქვე ახლოსაა სოფელი ზერმატი, რომელიც ნანახი არ მქონდა. დამპატიჟა, ჩაგვსვა ვერტმფრენში და დაგვათვალიერებინა. ორი ვერტმფრენით გავფრინდით, დაახლოებით 15 კაცი. ულამაზესი ადგილია. ასეთი შეგრძნება მაშინ განვიცადე, როდესაც სვანეთის მთების გასწვრივ მივდიოდი და ახლა, როცა შვეიცარიის ალპებს ვუყურებდი. სუნთქვა მეკვროდა ისეთი ლამაზი და სასიამოვნო იყო.

- მითხარი, არ ვიცოდი ვინ იყო ის ბიჭიო და ვინ აღმოჩნდა?

- არ ამბობდა, ვინ იყო, თუმცა კი ვხვდებოდი, რომ ძლიერი ოჯახიდან იყო. უკვე ვმეგობრობდით "ინსტაგრამში" და ჩემი მეგობრის ახლობელმა იკითხა: ესენი საიდან იცნობენ ერთმანეთსო, ჩვენც ავუხსენით, როგორც იყო ყველაფერი და შემდეგ გვეუბნება: იცით, ვინ არისო. მოკლედ, ერთ-ერთი ქვეყნის პრინცია, ანუ ტახტის მემკვიდრე. მისი ოჯახი ემიგრაციაში ცხოვრობს, ბაბუა კი მონარქია. უბრალოდ, გასულ საუკუნეში მათ ქვეყანაში მონარქია შეწყდა. თუმცა, ეს ბიჭი დღესაც ამბობს, რომ აუცილებლად დაიბრუნებს სამეფო ტახტს და აღადგენს მონარქიულ წყობასო. ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. თან, "მის საქართველო" ხომ ვარ და ეს ბიჭი "ქვინს" მეძახდა: "You are my Queen". ვეუბნებოდი: არ ვარ ქვინი, პრინცესა ვარ-მეთქი. მე პრინცესა არ მჭირდება, მე ქვინი მჭირდებაო. ვფიქრობდი: ღადაობს-მეთქი და მერე მივხვდი ქვეტექსტს.

- როგორ დაშორდით ერთმანეთს?

- ახალ წლამდე რამდენიმე საათით გაფრინდა მონაკოში. მკითხა: რა ჩამოგიტანოო. სანაპიროზე ჩადი და სამი თეთრი ქვა მომიძებნე-მეთქი. მონაკოში სანაპიროს პოვნა რთულია. თან, ეგონა, რომ რამე ნივთს ვთხოვდი და ეს რომ ვუთხარი, გაეცინა. ჩამომიტანა და თან, მაჩვენა როგორ ეძებდა. მითხრა ეს ჩემთვის უფრო მეტად დასაფასებელი იყოო და ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ბრილიანტის რამდენიმეკარატიან ქვას. ეს ქვები ისევ შენახული მაქვს. მთხოვა: იქნებ რაღაც პერიოდი შეინახოო. ჯერჯერობით მაქვს, თუ არ გამაბრაზებს, შევინახავ... ვსაუბრობთ ტელეფონზე, მაგრამ მხოლოდ ვმეგობრობთ. ერთ ქალაქში, ერთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, კიდევ შეიძლება ურთიერთობის რეალურად განვითარება. მაგრამ, როცა ასე შორსაა, მე, პირადად, ინტერესს ვკარგავ.

ნათია უტიაშვილი

გაზეთი "თბილისელები"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

"კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანებში ტოვებს კვალს ღვიძლზე, თირკმელსა და შარდსასქესო სისტემაზე" - ჯანმოს კომისიების წევრი

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"