რას გულისხმობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი კონცეფცია - აღსაზრდელებს ბარათები დაურიგდებათ და მათი აღრიცხვა ელექტრონულად მოხდება

რას გულისხმობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი კონცეფცია - აღსაზრდელებს ბარათები დაურიგდებათ და მათი აღრიცხვა ელექტრონულად მოხდება

საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგები, სკოლის პედაგოგების მსგავსად, სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან. აღნიშნულის შესახებ საუბარია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კონცეფციაში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, სერტიფიცირება ორიენტირებული იქნება ხელფასების ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მისივე თქმით, ამ ცვლილებების შემდეგ, შესაძლოა მოხდეს აღმზრდელ-პედაგოგების ხელფასების რანჟირება ისევე, როგორც სასკოლო დაწესებულებებში.

"უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა ჩვენს მიერ HR სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც ნიშნავს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შექმნას. კონკრეტულად, ორიენტირება იქნება კვალიფიკაციის ამაღლებაზე ბაღებში როგორც ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე აღმზრდელ-პედაგოგების. HR სტრატეგია მოიცავს აქტუალურ საკითხს, რომელიც ნიშნავს მომავალ წლებში ხელფასების ზრდას. ის ასევე მოიცავს გარკვეულ რანჟირებას იმის მიხედვით, თუ რა კვალიფიკაცია იქნება. შესაძლებელია მოხდეს ასევე რანჟირება ხელფასების ისევე, როგორც სასკოლო დაწესებულებებშია. რეფორმა ორიენტირებულია ხელფასების ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

თუ რა კრიტერიუმებით მოხდება სერტიფიცირება, კონკრეტულად მას შემდეგ ვისაუბრებ, რაც HR სტრატეგია შემუშავდება. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამ სტრატეგიის შემუშავებაზე", - განაცხადა გვანცელაძემ.

გარდა ამისა, საბავშვო ბაღებში ტურნიკეტები დაიდგმება. როგორც კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, ტურნიკეტებით მოხდება როგორც ბავშვების, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და აღმზრდელ-პედაგობების ყოველდღიური რეგისტრაცია.

"ეს არის რეალურად მოწესრიგება ამ სისტემის, რომელიც გულისხმობს, რომ გადავიდეთ ახალ ტექნოლოგიებზე, კერძოდ საბარათე სისტემაზე. მოხდება ელექტრონულად როგორც ბავშვების, ასევე მასწავლებლების აღრიცხვა. თავად მშობლები დაარეგისტრირებენ ბავშვებს მისვლისას. ახლა აღრიცხვა ხდება აღმზრდელ-პედაგოგების მიერ, რასაც იყენებს ადმინისტრაცია შემდგომ. ეს გარკვეულ დროს ართმევს მათ. მომავალში კი რეგისტრაცია ავტომატურად განხორციელდება", - განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ტურნიკეტებისთვის მშობლებს დაურიგდებათ ბარათები, რომლითაც ბავშვების ბაღში მიყვანისას გამოიყენებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი