"სახლიდან ისმოდა ხმაურის და ჩხუბის ხმა, ქალბატონი ითხოვდა შველას" - რას ყვება დოდო გუგეშაშვილის მეზობელი

"სახლიდან ისმოდა ხმაურის და ჩხუბის ხმა, ქალბატონი ითხოვდა შველას" - რას ყვება დოდო გუგეშაშვილის მეზობელი

სახლიდან ისმოდა ხმაურის და ჩხუბის ხმა, თუმცა გასროლის ხმა არ გაგვიგია, - ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის ერთ-ერთმა მეზობელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახლში ის თავად არ იმყოფებოდა და ჩხუბის და ხმაურის შესახებ მისმა არასრულწლოვანმა ბიძაშვილმა შეატყობინა.

”ბიძაშვილმა მომიყვა, რომ ესმოდა ხმაური. ქალბატონი ითხოვდა შველას, თუმცა ბიძაშვილი მიყვება, რომ სროლის ხმა არ გაუგია და ვერ გაარჩია. რაც შეეხება ოჯახს, მე შორიდან ვიცნობდი. და მათთან სტუმრები იშვიათად მიდიოდნენ”, - განაცხადა ფიფია მანურელამ.

დოდო გუგეშაშვილის შვილი საცხოვრებელი სახლიდან პროზექტურაში გადაასვენეს. რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. ასევე ტერიტორიაზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

დიღმის მასივში, მე-5 კვარტალში, იმ კორპუსთან, სადაც დოდო გუგეშაშვილის დაჭრა და მისი შვილის მკვლელობა მოხდა, გადაადგილება შეზღუდულია.

იხილეთ ვიდეო: "ქალბატონის ყვირილის ხმა გაიგო, შველას ითხოვდა" - რას ყვება მეზობელი დოდო გუგეშაშვილის სახლზე თავდასხმის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილის შვილი გარდაიცვალა, თავად გუგეშაშვილი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ: LIVE: რა ხდება დოდო გუგეშაშვილის სახლთან, სადაც თავდასხმისას მისი შვილი დაიღუპა, თვითონ კი დაიჭრ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია