"ჩემზე დიდი ნადირობა მიდიოდა" - ვინ არის დოდო გუგეშაშვილი?

"ჩემზე დიდი ნადირობა მიდიოდა" - ვინ არის დოდო გუგეშაშვილი?

თბილისში, დიღმის მასივში საცხოვრებელ ბინაში თავს დაესხნენ აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს გუგეშაშვილის ვაჟი, თავად ქალბატონი კი დაჭრილია. "დოდო თავისი ფეხით ჩამოვიდა მე-13-დან მე-11 სართულამდე და იქ წაიქცა, სისხლი სდიოდა, თან ყვიროდა, მიშველეთ, შვილი მომიკლესო. მაშინვე სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ", - მოუყვა ერთ-ერთი მეზობელი "ინტერპრესნიუსს".

დოდო გუგეშაშვილის სახელი საყოველთაოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორგანიზაცია "მხედრიონი" გამოვიდა ასპარეზზე. ეს იყო დრო, როდესაც ქვეყანა იმპერიისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდა, თუმცა იმჟამად ჯერ არავინ იცოდა, რომ მის ნანგრევებში ყველაზე დიდი მსხვერპლით მოხვდებოდა საქართველო, რომლიდანაც თავის დახსნას ათწლეულები დასჭირდებოდა.

საზოგადოებრივ-სამხედრო ორგანიზაცია "მხედრიონი" 1989 წელს ჯაბა იოსელიანმა დააფუძნა. მისი შექმნის მთავარ მიზნად ეთნოკონფლიქტების დარეგულირება დასახელდა. იმხანად გააქტიურებული იყო ბორჩალოს ავტონომიაზე ლაპარაკი, რაც საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა...

ორგანიზაციის საყოველთაოდ ცნობილი წევრები იყვნენ: დოდო გუგეშაშვილი, გიგა არველაძე, ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე და სხვანი. "მხედრიონი"უშუალოდ მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციაში, რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდებოდა. ორგანიზაცია აგრეთვე იყო 1991 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების მონაწილე. მიუხედავად იმისა, რომ იმხანად ჯაბა იოსელიანი ციხეში იმყოფებოდა, მას დღემდე მიიჩნევენ ამ გადატრიალების ერთ-ერთ ორგანიზატორად.

ორგანიზაცია თავდაპირველად პატრიოტული მიზნებით შეიქმნა და დეკლარირებულად დემოკრატიულ მიზნებს ემსახურებოდა. "მხედრიონი" როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდა 1991-1992 წლების მოვლენებში; 1992-1993 წლებში ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა საპროტესტო მოძრაობის ჩახშობასა და აფხაზეთის ომში.

სწორედ ამ დროისთვის გახდა ყველასთვის ცნობილი დოდო გუგეშაშვილის სახელიც, რომელსაც ხშირად მოიხსენიებდნენ ჯაბა იოსლიანის მარჯვენა ხელადაც.

როგორც ამბობენ, ის საკმაოდ კარგი მებრძოლი გახლდათ, საბრძოლო მეტსახელით, "მაგნოლია". ის თავის რაზმთან ერთად იბრძოდა წინა ხაზზე გაგრაშიც, ოჩამჩირეშიც, სოხუმშიც...

ჩვენს საზოგადოებაში მისი საქმიანობის შეფასება წინააღმდეგობრივია.

ის ნაწილისთვის ქვეყნის მტერია, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი მის მომხრეებს სდევნიდა, ზოგისთვის კი გმირია, რომელმაც ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას ბევრი რამ შესწირა.

მოგეხსენებათ,"მხედრიონელთა" დიდი ნაწილი შეეწირა აფხაზეთის ომს, ნაწილი კი იმ განუკითხაობას, რაც ქვეყანაში სუფევდა, ისინი ხშირად ურთიერთანგარიშსწორების მსხვერპლნი ხდებოდნენ. იმ მეომართაგან, ვინც გადარჩა, უმეტესობა მიიჩნევს, რომ დოდო გუგეშაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართული დისკრედიტაციისთვის შექმნილი ზღაპრებია, რომლებიც არაკაცებმა გამოიგონეს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ...  განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ