"ბადაგონის" ზემო ხოდაშენში მდებარე ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

 "ბადაგონის" ზემო ხოდაშენში მდებარე ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

კომპანია "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ, ზემო ხოდაშენის ქარხანა "ბადაგონმა" მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარმა მეღვინემ განუცხადა.

"რაც თბილისში ჩვენი საწარმოს სათაო ოფისში ფინანსური სამსახური შევიდა, მას შემდეგ მუშაობა შევაჩერეთ. კომპანია დილიდან პარალიზებულია. ჯერ არ ვიცით, როდის გავაგრძელებთ სამუშაო პროცესს.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოსვლას ჩვენს კომპანიაში, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. იმედია, ყველაფერი დროულად გაირკვევა, რადგან დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში, საწარმო ზარალზე წავა," - აღნიშნა სანდრო ქუმსიშვილმა.

როგორც ცნობილია, "ბადაგონში" საგამოძიებო სამსახური დღეს შევიდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 683-მდე გაიზარდა

წვიმა და ძლიერი ქარი - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

23 წლის ბექა გოგოლაძეს, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, დახმარება ესაჭიროება