დოდო გუგეშაშვილის შვილი ბიძის სახლში გადაასვენეს

დოდო გუგეშაშვილის შვილი ბიძის სახლში გადაასვენეს

დოდო გუგეშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის ცხედარი სვანეთის უბანში, ბიძის სახლში გადაასვენეს. დოდო გუგეშაშვილის ნათესავი თემურ გუგეშაშვილი მომხდარს რაიმე სახის ანგარიშსწორებას ან შურისძიებას ვერ უკავშირებს. ის გამოძიების შედეგებს და დამნაშავის დაკავებას ელოდება.

"ასეთ საქციელს ადამიანი არ სჩადის. დოდოს წარსულს ამ ამბავს ვერ დავუკავშირებ, რადგან დოდო იყო ყველას გაჭირვების ტალკვესი მთელი თავისი ცხოვრება. რა მოხდა, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე ვერაფერს ვერ ვუკავშირებ მომხდარს. უნდა დაველოდოთ დოდოს მდგომარეობიდან გამოსვლას და მის ჩვენებას. ნოდიკოს ყველა ახასიათებს, როგორც თბილ და კეთილშობილ ადამიანს", - განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.

თემურ გუგეშაშვილს არ აქვს ინფორმაცია, ბოლო პერიოდში იყო თუ არა დოდო გუგეშაშვილის ან მისი შვილის მიმართ რაიმე მუქარა.

"რომ ვიცოდე ვინ არის ამ დანაშაულის ჩამდენი, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ვერ დასჯის შესაბამისად, მე პირადად გავუსწორდებოდი", - განაცხადა გუგეშაშვილმა.

როგორც ცნობილია, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში გუშინ დილით თავს დაესხნენ. დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი