თბილისის მერია წელს 100 ახალ, ევროპული ტიპის ავტობუსს შემოიყვანს - რა იგეგმება ავტოპარკის განახლებისთვის

თბილისის მერია წელს 100 ახალ, ევროპული ტიპის ავტობუსს შემოიყვანს - რა იგეგმება ავტოპარკის განახლებისთვის

თბილისის მერია წელს 100 ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსის შემოყვანას გეგმავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ავტოპარკი მთლიანად ჩანაცვლდება.

"მოგეხსენებათ, ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ჩემი მერობის პერიოდში თბილისის ავტოპარკი განახლდებოდა და შემოვიდოდა 700 ახალი ავტობუსი, რომელიც იქნებოდა ეკოლოგიურად სუფთა.

ამ მხრივ გვაქვს პრობლემები - ეს არ ეხება “მანის” ფირმის ახალ ავტობუსებს. დანარჩენი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ამორტიზებულია, არაკომფორტულია და აბინძურებს გარემოს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ავტობუსების შეძენა საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს საჭიროებს, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გამოვნახეთ ამისათვის საჭირო სახსრები და წელსვე ვგეგმავთ სულ მცირე 100 ავტობუსის შეძენას, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული სტანდარტის და რაც მთავარია, კომფორტული.

ამჟამად ვმუშაობთ მწარმოებლებთან, რომ დადგინდეს, თუ რა ტიპის ავტობუსების შეძენა იქნება მიზანშეწონილი ჩვენი ქალაქისთვის და უახლოეს პერიოდში მერია დაიწყებს სატენდერო პროცედურას, რათა წლის ბოლოს დედაქალაქში შემოვიდეს იმპორტირებული ავტობუსები", - განაცხადა კალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი