მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქში გადატანის პარალელურად, დაგეგმილია საგამოცდო ავტოპარკის განახლებაც

მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქში გადატანის პარალელურად, დაგეგმილია საგამოცდო ავტოპარკის განახლებაც

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდებისთვის ქუჩების შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოცდის მარშრუტების და გზების შერჩევა, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ.

"ევროდირექტივით აღებული ვალდებულების იმპლემენტაციის მიზნით, მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩატარების პროექტზე. ამ მიმართულებით, უახლოეს ხანში სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდება. პროექტზე მუშაობის პროცესში შესწავლილ იქნა როგორც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები", - განუცხადეს Allnews.ge-ს შსს-ს მომსახურების სააგენტოში.

ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქში გადმოტანის პარალელურად, დაგეგმილია საგამოცდო ავტოპარკის განახლებაც.

სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ გამომცდელთა გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, რათა მათ ახალი სისტემით გამოცდის მიღება და მოქალაქეების მომსახურება სრულყოფილად შეძლონ.

სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქის პირობებში საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჩატარდება, თუმცა მათ შორის არ განიხილება თბილისი.

რაც შეეხება თეორიულ გამოცდას, კითხვაზე, იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით ცვლილებები, მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ „სააგენტო მუდმივად ცდილობს დახვეწოს თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პროცედურები და შინაარსი“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი