გუგეშაშვილის მეგობრის ინფორმაციით, დაჭრილი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია - როდის დაკითხავენ სამართალდამცველები

გუგეშაშვილის მეგობრის ინფორმაციით, დაჭრილი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია - როდის დაკითხავენ სამართალდამცველები

დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოსთან მყოფმა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ განუცხადა.

სამსონ ბრეგვაძე ინფორმაციას არ ფლობს იმის შესახებ, თუ როდის დაკითხავენ სამართალდამცველები გუგეშაშვილს.

"როცა გადაიყვანენ პალატაში, ალბათ ამის შემდეგ მოხდება დაკითხვა. თუმცა დღესდღეობით არ მგონია ეს მოხდეს. უმჯობესია, რომ ჯერ ეძინოს, რომ ფილტვი კარგად შეხორცდეს. ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია და არ ვიცით, როდის გადაიყვანენ პალატაში. ამიტომ, ექიმები სამართალდამცველებს არ აძლევენ უფლებას, რომ დაკითხონ",- განაცხადა ბრეგვაძემ.

კითხვაზე, იცის თუ არა დოდო გუგეშაშვილმა მისი შვილის მკვლელის ვინაობა, სამსონ ბრეგვაძე განმარტავს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

"ეს არ ვიცი. დღეს ვერსიებზე საუბრისთვის არ გვცალია, მთავარია დოდო გუგეშაშვილის გამოჯანმრთელება. სამართალდამცველებთან ჩვენ არანაირი კონტაქტი არ გვაქვს", - განაცხადა ბრეგვაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი