მეგობარი - დოდო გუგეშაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია

მეგობარი - დოდო გუგეშაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია

დოდო გუგეშაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია და რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში დღეს გადაიყვანენ, - ამის შესახებ გუგეშაშვილის მეგობარმა, ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, პალატაში პაციენტის გადაყვანის თაობაზე ინფორმაცია მეგობრებს ექიმმა მიაწოდა.

ვლადიმერ იმნაძის თქმით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. რაც შეეხება იმას, თუ როდის დაკითხავენ სამართალდამცველები გუგეშაშვილს, ვლადიმერ იმნაძე ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.

”შევხვდით ექიმებს. დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. ამ ეტაპზე გუგეშაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის კვლავ რეანიმაციაშია და პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ, თუმცა, როგორც ვიცით, პალატაში დღეს გადაიყვანენ, ვინაიდან დღეს უკვე მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. არ ვიცი დღეს დაკითხავენ თუ არა სამართალდამცველები მას. ჩვენ ვიცით, რომ დღეს გადაიყვანენ პალატაში”, - განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი