გოგი წულაიამ, ქუთაისში რაგბის სტადიონზე დროშა დაკიდა

გოგი წულაიამ, ქუთაისში რაგბის სტადიონზე დროშა დაკიდა

რაგბის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქუთაისის რაგბის სტადიონზე, გოგი წულაიამ საქართველოს დროშა აღმართა.

ფედერაციისგან წულაიამ საჩუქრად მაისური მიიღო, რომელზეც ყველა რაგბისტის ხელმოწერაა ასახული.

ხვალ ქუთაისში, რაგბში ერთმანეთს საქართველო-ბელგია დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა 14:00 სთ-ზე დაიწყება.

გოგი წულაიას სახელი და გვარი ცოტა ხნის წინ, უბრალოდ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელ პოლიტიკოსთან ასოცირდებოდა, რომელიც განცხადებების გაკეთებისას, სხვებზე ცოტა მეტი ემოციურობით გამოირჩევა. სხვადასხვა დროს იგი შევარდნაძის დროინდელი პარლამენტის წევრიც იყო და წინა ხელისუფლებისაც. ამჟამად, კახა კუკავას თანაგუნდელი, "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარეა და თავის პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობს, თუმცა, ერთმა ვიდეორგოლმა მისდამი ადამიანების დამოკიდებულება აბსოლუტურად შეცვალა. ახლა გოგი წულაიას სახელის ხსენებაზე, პირველ რიგში, ფრაზა - "დროშა ვერ დაკიდენ, ნაჭერი არ ეყოთ" ახსენდებათ, რომელმაც მას პოპულარობა და ცნობადობა საგრძნობლად შემატა.

იხილეთ ვიდეო: "დროშის დაკიდება რო ისწავლონ" - გოგი წულაიამ სტუდიაში დროშა მიიტანა და სტუმრები გაამხიარულა

"ახლა შენ დაკიდე, გოგია წულაია" - პრეზიდენტმა გოგი წულაიას დროშა გადასცა

რატომ დარჩა გლდანში 5 000 აბონენტი გაზის გარეშე?

"განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ეს მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი" - ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

BTU-ს და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით ჩატარებული ჰაკათონი Fintech-integrator დასრულდა