ვარკეთილში დაჭრილ ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა

 ვარკეთილში დაჭრილ ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა

ვარკეთილში დაჭრილ ახალგაზრდას კლინიკა "ოპტიმალ მედიში" ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ფეხშია დაჭრილი. მას სავარაუდოდ საფანტით აქვს მიყენებული ჭრილობა.

ექიმების განცხადებით, ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია.

"ოპერაცია დასრულებულია, მდგომარეობა სტაბილურია. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ამ ეტაპზე აღარ არის. ჩატარებულია ყველა ის ღონოსძიება, რომელიც შესაძლოა პრობლემური ყოფილიყო. სავარაუდოდ დასჭირდება მეორე ოპერაცია. ფეხის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს. მას აქვს ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა ფეხზე. ჭრილობა არის გამჭოლი, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა თავიდანვე არ ყოფილა", - განაცხადა კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა გიორგი შათირიშვილმა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჭრილი ახალგაზრდა 18 წლის იყო, თუმცა როგორც ექიმმა აღნიშნა, ის 17 წლისაა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკროს 25-ე კორპუსში, ერთ-ერთ სადარბაზოში დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, მას ორი ადამიანი მისდევდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი