დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ღუდუშაურის სახელობის კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტის გადაყვანა პალატაში დღეს არ იგეგმება.

დოდო გუგეშაშვილის დაკითხვას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამართალდამცველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, პოლკოვნიკი კი დაიჭრა. მომხდარი ფაქტის ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც მკვლელის ვინაობა იცის, თავად დაზარალებული დოდო გუგეშაშვილია. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი