სიურპრიზებით სავსე 14 თებერვლის საღამო კაფე "პიატოში"

სიურპრიზებით სავსე 14 თებერვლის საღამო კაფე "პიატოში"

14 თებერვალი ანუ ვალენტინობის დღე ბევრი ადამიანისთვის და განსაკუთრებით წყვილებისთვის სიმბლოური დატვირთვის მატარებელია. მან დროთა განმავლობაში სიყვარულის დღის მნიშვნელობა შეიძინა და მას მსოფლიოს არაერთ კუთხეში განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

"ბიბლუსი გალერეებში" მდებარე წიგნის კაფე "პიატო" განსაკუთრებულ საღამოს სთავაზობს 14 თებერვალს საკუთარ მომხარებელს. მნიშვნელობა არ აქვს საყვარელ ადამიანთან ერთად გეგმავთ ამ საღამოს გატარებას თუ უბრალოდ მეგობრებთან ერთად კიდევ ერთი სასიამოვნო დღის დაგეგმვა გსურთ, "პიატოს" შემოთავაზება ნამდვილად დაგაინტერესებთ.

ჭავჭავაძის #7-ში მდებარე "პიატო" 14 თებერვალს 20:00 სთ-დან ცნობილ ქართულ ბენდს El Fluid-ს უმასპინძლებს, იქნება გათამაშება და საჩუქრები საღამოს ყველა სტუმრისთვის.

არანაკლებ საინტერესო საღამოა იმავე დროს კანდელაკის #7-ში მდებარე "პიატოში" დაგეგმილი, სადაც თქვენს განწყობაზე მარიამ კიკვაძე იზრუნებს საქსაფონით და მასთან ერთად სხვადასხვა კომპოზიციას როიალზე პიანისტი შესრულებს. კანდელაკზე მისულ სტუმრებსაც გათამაშება და საინტერესო საჩუქრები ელოდებათ.

განსაკუთრებული შემოთავაზება აქვს "პიატოს" კერძების კუთხითაც და ის 2 კაციან სპეციალურ მენიუს სთავაზობს სტუმრებს მხოლოდ ერთი დღით, განასაკუთრებულ ფასად. ამ მენიუს არჩევა მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული, რადგან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს სტანდარტული მენიუც.

იტალიური კერძები, გემოვნებიანი მუსიკა, სასიამოვნო გარემო, საჩუქრები, ლიტერატურა - ამ ყველაფერს წიგნის კაფე "პიატო" აერთიანებს. ყოველივე ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ 14 თებერვლის საღამო განსაკუთრებულად გაატაროთ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს