"სკოლის საპირფარეშოში ჩაიკეტა, შეშინდა და ფანჯრიდან სწორედ ამიტომ გადმოხტა" - რა მოხდა თბილისის მე-17 სკოლაში

"სკოლის საპირფარეშოში ჩაიკეტა, შეშინდა და ფანჯრიდან სწორედ ამიტომ გადმოხტა" - რა მოხდა თბილისის მე-17 სკოლაში

თბილისის მე-17 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლის განცხადებით, ფანჯრიდან თავად გადახტა. როგორც იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში თავად ბავშვზე დაყრდნობით აცხადებენ, ბიჭი სკოლაში, ერთ-ერთ ოთახში ჩაიკეტა, შეშინდა და ფანჯრიდან სწორედ ამიტომ გადახტა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, მოზარდს საჯდომის მიდამოებში დაზიანებები აღენიშნება.

”ბავშვი კარგად არის. მოტეხილობები არ აქვს, დაზიანებები აღენიშნება მხოლოდ საჯდომის მიდამოებში. კვლევები ჩაუტარდა. ამჟამად დაკვირვების ქვეშ არის და, სავარაუდოდ, დღესვე გაიწერება. როგორც ბიჭი ყვება, სკოლის საპირფარეშოში ჩაიკეტა, შეშინდა და ფანჯრიდან სწორედ ამიტომ გადმოხტა”, - აცხადებენ საავადმყოფოს პრესსამსახურში.

შემთხვევა თბილისის მე-17 სკოლაში დღეს მოხდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი