პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი სცენაზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა

 პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი სცენაზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულ, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი სცენაზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

როგორც AMBEBI.GE-ის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც პიანისტი, სავარაუდოდ, საავადმყოფოში გადაიყვანა.

ღონისძიებას რუსთაველის თეატრში დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი უძღვებოდნენ. აღნიშნულის მიუხედავად, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება არ ჩაშლილა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი