დუშეთის ტრაგედიის დეტალები - 3 შვილის მამამ მეუღლე მოკლა და თავი მოიკლა

დუშეთის ტრაგედიის დეტალები - 3 შვილის მამამ მეუღლე მოკლა და თავი მოიკლა

დუშეთის რაიონში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ერთ-ერთი ვერსიით, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გარდაცვლილი ქალი 32 წლის იყო, მისი მეუღლე კი - 35 წლის. მოტივი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეჭვიანობა გახდა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ, უფროსი შვილი 13 წლისაა. არსებული ინფორმაციით, ტრაგედიის დროს ბავშვები თბილისში იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 115-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ჭიათურაში მაღაროში დაშავებული მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Stopcov.ge-ს ახალი მონაცემები

35 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც გარდაბნის სარწყავ არხში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს