"ორივე ერთად გარდაცვლილი იპოვა მწყემსმა... საბრალოები არაგვის პირას იყვნენ" - ახალი დეტალები დუშეთის ტრაგედიის შესახებ

"ორივე ერთად გარდაცვლილი იპოვა მწყემსმა... საბრალოები არაგვის პირას იყვნენ" - ახალი დეტალები დუშეთის ტრაგედიის შესახებ

ტრაგედია დატრიალდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში, სადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - 37 წლის გ.ლ. და 32 წლის ნ.ჯ. მდინარის პირას იპოვეს გარდაცვლილები. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის 108-ე და თვითმკვლელობამდე მიყვანის 115-ე მუხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. არაგვისპირელები ტრაგედიის მიზეზებზე ვერ ლაპარაკობენ. მათი თქმით, ოჯახი იმდენად მოწესრიგებული იყო, რომ ცოლ-ქმრის სიცოცხლის მსგავსი დასასრული სრულიად გაუგონარია.

გვესაუბრება არაგვისპირის ერთ-ერთი მცხოვრები:

- გარდაცვლილი ბიჭის დედ-მამა მშრომელი და გონიერი ხალხია. თავიანთი შრომით ვაჟს თბილისში სახლიც შეუძინეს; თუმცა, თავადაც საოცრად შრომისმოყვარე და გონიერი ახალგაზრდა იყო და ცხოვრებაში გზის გაგნება არ გასჭირვებია. ბოლო დროსაც საკმაოდ კარგი სამსახური ჰქონდა. დაოჯახებაც საკუთარი არჩევანით გადაწყვიტა, - ჩვენებური, დუშელი გოგონა შეირთო ცოლად. ამ ქორწინების ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ გოგონა ქორწინებისას არასწრულწლოვანი იყო - ასე 15-16 წლისა, თორემ ოჯახი ლამაზი ჰქონდათ, სამი შვილი შეეძინათ. გარშემომყოფთათვის ოჯახი შეხმატკიბილებული ჩანდა…

- ახლა რა მოხდა?

- არც ეგ ვიცით. ეგ იყო, რომ ბოლო დროს თბილისიდან არაგვისპირში დაბრუნდნენ ბავშვებიანად და სოფლიდან დადიოდნენ სამსახურებში. თუმცა ესეც რა გასაკვირია, ჩვენი სოფელი თბილისთან ახლოს არის, დედაქალაქის ახლომახლო სოფლებიდან ბევრი დადის თბილისში სამუშაოდ, ხალხს ჰაერზე ცხოვრება ურჩევნია. ბავშვებიც სოფლიდან დაჰყავდათ თბილისის სკოლაში. იმ დღეს, ბავშვები თან არ ჰყოლიათ, მარტო იყვნენ. ზუსტად არავინ იცის რა მოხდა, - დედაქალაქისაკენ მიმავალ ტრასასთან ახლოს, სოფელ ბოდორნასთან, ორივე ერთად გარდაცვლილი იპოვა მწყემსმა შუადღეს, - საბრალოები არაგვის პირას იყვნენ - ბიჭი ხეზე იყო ჩამოკიდებული, გოგო კი მდინარის პირას იწვა. ამის მნახველი მწყემსი დღემდე ვერ მოსულა გონზე... განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია