"10 თვის წინ გამოჩნდა ადამიანი... დოდო გუგეშაშვილს გაეცნო როგორც ომის ვეტერანი..." - რა ახალ დეტალზე საუბრობს შიხიაშვილი

"10 თვის წინ გამოჩნდა ადამიანი... დოდო გუგეშაშვილს გაეცნო როგორც ომის ვეტერანი..." - რა ახალ დეტალზე საუბრობს შიხიაშვილი

"ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ 10 თვის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თითქოსდა ბიზნესში დახმარების მიზნით დაამყარა დოდო გუგეშაშვილთან ურთიერთობა" - ამის შესახებ ვეტერანთა კავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირი დოდო გუგეშაშვილს გაეცნო როგორც ომის ვეტერანი და ამგვარად მოიპოვა დოდო გუგეშაშვილის ნდობა.

"ცნობილია ის, რომ 10 თვის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თითქოსდა ბიზნესში დახმარების მიზნით მოახერხა და დაამყარა დოდო გუგეშაშვილთან ურთიერთობა. როგორც ვიცით, ეს პირი სთხოვდა დოდო გუგეშაშვილს, რათა დახმარებოდა და დიდი ოდენობით შეძენილი ქარვა უსაფრთხოდ მიეტანა აეროპორტამდე. ისიც ვიცით, რომ დოდო გუგეშაშვილს გაეცნო როგორც ომის ვეტერანი. იმედი გვაქვს, რომ როდესაც დოდო გუგეშაშვილი მდგომარეობიდან გამოვა, შეძლებს და გაიხსენებს რაიმე მნიშვნელოვან დეტალს, რაც გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი იქნება", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი