ოპრა უინფრიმ საკუთარი ჟურნალის თანამშრომლებს 10 ათასი დოლარი და iPad-ები აჩუქა

ოპრა უინფრიმ საკუთარი ჟურნალის თანამშრომლებს 10 ათასი დოლარი და iPad-ები აჩუქა

ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა და მილიარდერმა ოპრა უინფრიმ თავისი ჟურნალის O: The Oprah Magazine-ის თითოეულ თანამშრომელს 10 ათასი დოლარი და  Apple წარმოების iPad-ები აჩუქა, იტყობინება Reuters.

O: The Oprah Magazine-ის მფლობელის საჩუქრები ჟურნალის პირველი ნომრის გამოსვლიდან მეათე წლისთავს მიეძღვნა. ჟურნალის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უინფრიმ ამგვარად საკუთარი თანამშრომლების მიმართ წლების განმავლობაში ”მძიმე სამუშაოსა და ერთგულებისთვის” მადლიერება გამოხატა.

O: The Oprah Magazine-ის პირველი ნომერი 2000 წლის 19 აპრილს გამოვიდა. ამჟამად ის 2,5 მილიონიანი ტირაჟით გამოდის და ამ მაჩნებელით აშშ-ში ისეთ პოპულარულ გამოცემებს უსწრებს წინ, როგორიც არის Glamour, Men's Health და Rolling Stone.

აღსანიშნავია, რომ ოპრა უინფრი ამგვარ საჩუქრებს თავის ახლობლებს პირველად არ უკეთებს. 2004 წელს მისი საიუბილეო შოუს 276-მა სტუმარმა Pontiac G6-ის ფირმის ავტომობილები მიიღო საჩუქრად. თითოეული ავტომობილის ღირებულება 28500 დოლარს შეადგენდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები