იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომლის შრომის ანაზღაურებაც ამ პერიოდის განმავლობაში 2 950 ლარი იყო, თებერვლიდან 5900 ლარს მიიღებს.

ხელფასების ზრდის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. სახელფასო ცვლილება გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხო. ასევე გაიზარდა მხარის გუბერნატორის მოადგილეების ხელფასებიც.