ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ნატბეურების დასახლების, ქოშიგორის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ყურაშვილის, მირიან მეფის, პეტრე იბერის, ვიქტორ ნოზაძის, გოდერძი ჩოხელის, გრიგოლ ფერაძის, ბერაძის და კვერნაძის ქუჩების მცხოვრებლებს; 13:30-დან 16:00 საათამდე - პეკინის გამზირის, კოსტავასა და ბახტრიონის ქუჩებს; 11:00-დან 15:00 საათამდე - დიღმის მასივის I კვარტალს, აკაკი ბაქრაძის და ჩაჩავას ქუჩებს; 12:00-დან 12:30 საათამდე კი - სოფელ გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, ქერჩის და ღების ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.