"ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა" - თეა დარჩია შვილებსა და ოჯახზე

"ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა" - თეა დარჩია შვილებსა და ოჯახზე

ენერგიული, ქარიზმატული მოცეკვავე თეა დარჩია ოთხი შვილის დედაა. მას შვილებთან ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აქვს და მისთვის მიუღებელია დედაშვილურ ურთიერთობაში თუნდაც იოტისოდენა დისტანცია.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ის განცდა, როცა პირველი შვილი შეგეძინათ და პირველად აიყვანეთ ხელში? რა იგრძენით მაშინ და როგორ შეიცვალა თქვენი განცდები მეორე, მესამე, მეოთხე ჯერზე?

- როცა პირველად მომიყვანეს პირველი შვილი, 1990 წელი იყო. ვიყავი შოკში და მივხვდი, რომ ამას ვერ ვიზამდი ღმერთის დახმარების გარეშე. იცით, რას მივხვდი 19 წლის ასაკში? ღმერთის დახმარების გარეშე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ ამხელა რაღაც შეძლო. ასევე, იმ მომენტში გავიაზრე, რა მაგრად ვყვარებივარ დედაჩემს. მეორე შვილი გაჩნდა 10 წლის შემდეგ, მაგრამ ზუსტად იგივე შეგრძნება განმეორდა, დავბრუნდი ათი წლით უკან და ზუსტად იგივე განცდა განმეორდა. მესამეზეც - იგივე და მეოთხეზეც - იგივე, მაგრმ უფრო და უფრო ძლიერი, იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა.

პირველ შვილზე, როგორც გითხარით, 19 წლის ვიყავი და ყველაზე მკაფიოდ რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და რომ ღვთის წყალობის გარეშე ამხელა სირთულეს ვერ გადავლახავდი. როცა ვუყურებდი ჩემს ქმნილებას, როგორ გითხრათ... შოკში ვიყავი! ოთხივე შვილის გაჩენისას ერთი და იგივე განცდა მეუფლებოდა, დეჟავუ მემართებოდა, მაგრამ ყველაფერი უფრო და უფრო მკაფიო ხდებოდა.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილებთან, მეგობრული და უშუალო თუ თბილი, მაგრამ დისტანციური?

- მეგობრული, უშუალო, თბილი და ძალიან ახლო! არავინ არ თქვას, რომ დედა შვილის მეგობარი არ უნდა იყოს! თუ მეგობარი არ იქნები, მოგატყუებს, აუცილებლად მოგატყუებს ადრე თუ გვიან... თუ დედასა და შვილს შორის არის უფსკრული, თუნდაც მინიმალური, იოტისოდენა, ოდესღაც აუცილებლად იტყვის შვილი ტყუილს. ჩემს შვილებთან ვარ აბსოლუტურად მათი ტოლი და სწორი - 4 წლის ბავშვთან 4 წლის ვარ, 27 წლის მარიამთან - ოცდაშვიდის და 15 წლის მირიანთან 15 წლის ვარ!

ყველა თემაზე უნდა მელაპარაკონ, აბსოლუტურად ყველა თემაზე. არ უნდა არსებობდეს თემა, რომელზეც ბავშვი არ დამელაპარაკება. თემა შვილთან ტაბუდადებული თუ გექნება, ჩათვალე, რომ შვილი გაგექცევა. აბსოლუტურად ყველაფერზე უნდა შეეძლოთ ჩემთან ლაპარაკი. მირჩევნია, ბავშვმა ისეთი რაღაც მითხრას, გული გამისკდეს და არ შევიმჩნიო, ვიდრე ვინმე თავის ტოლს, პატარას, გამოუცდელსა და შტერს უთხრას და მისი რჩევა გაითვალისწინოს განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი