რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურა

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურა. გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა 1276 ლარის ოდენობით.

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.