ნებართვის გარეშე ტაქსით მგზავრის გადაყვანა 200 ლარით დაჯარიმდება

ნებართვის გარეშე ტაქსით მგზავრის გადაყვანა 200 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით- ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 200-200 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტში, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

“ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის, ან ავტომესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით და რამდენს ჩაუტარდა გუშინ ტესტირება?

ხანძარი მეუფე იოსების რეზიდენციაში - დედაოებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა