"თერგის" ბაზრობიდან მოვაჭრეთა ნაწილი საკუთარი საქონლის გამოტანას ცდილობს

"თერგის" ბაზრობიდან მოვაჭრეთა ნაწილი საკუთარი საქონლის გამოტანას ცდილობს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, თერგის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ბაზრობაზე ხანძრის ლოკალიზებას 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.

ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული შენობის მეორე სართულზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მოვაჭრეთა ნაწილი ცდილობს ნივთების გამოტანას, ვინაიდან მათ ეშინიათ, რომ ცეცხლი სხვა ტერიტორიაზეც გავრცელდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერბით უცნობია, ასევე, უცნობია კონკრეტულად რამდენ კვადრატულ მეტრზეა ცეცხლი გავრცელებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მომუშავე მეხანძრეებმა განუცხადეს, ტერიტორიაზე სავარაუდოდ დაცვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი