გიორგი მღებრიშვილი - ჯერჯერობით ცეცხლი გვიჭირავს, სხვა შენობებზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს

გიორგი მღებრიშვილი - ჯერჯერობით ცეცხლი გვიჭირავს, სხვა შენობებზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს

საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ე.წ. თერგის ბაზრობაზე ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებულია. მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ჯერჯერობით ცეცხლი გვიჭირავს. სხვა შენობებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არ არსებობს. რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი და რამდენი კვადრატი დაიწვა, ამას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. როდესაც მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია და ტერიტორიის დათვალიერება, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული ციფრები მოგაწოდოთ. სხვას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებულია. შენობა არის სამსართულიანი და სამივე სართულზე სხვადასხვა საქონელია განთავსებული (ტანსაცმელი, კვების პროდუქტები და ა.შ.). ხანძარი მხოლოდ მესამე სართულზეა გავრცელებული", - განაცხადა მღებრიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი